სპალეტი:“ ჩვენ წინ 8 ფინალი გველოდება“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ჯენოასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„რამდენად ვართ მზად სანაკრებო პაუზის შემდეგ ? ჩვენ წინ 8 ფინალი გველოდება და თუ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა გვსურს, თითოეული ქულისთვის ბოლო წამამდე უნდა ვიბრძოლოთ. ჯენოა ძალიან ძლიერი, ორგანიზებული გუნდია, ამიტომ მე ჩემი ფეხბურთელებისგან მაქსიმალურ ენთუზიაზმსა და მოტივაციას ველოდები.
„იტალიის გამოვარდნა ? მე ბიჭებს კარგად ვიცნობ და ვიცი, რამდენი ემოცია და მოდნომება ჩადეს ამ მატჩში. ვწუხვარ, რომ ეს მოხდა, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენ არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად შესაბამისი ზომების მიღება დავიწყეთ. ახლა ჩვენ ნაკრებზე ფიქრი უნდა გადავდოთ და მომდევნო მატჩებისთვის მოვემზადოთ.
„ახალი კონტრაქტი ? ვერ ვხვდები, რატომ ინტერესდებით ამ საკითხით ასე აქტიურად. ჩემსა და გუნდს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა, ჩვენი პრიორიტეტი ახლა ჯენოასთან მატჩია. ჩვენ მოლაპარაკებებისთვის დრო საკმარისზე მეტი გვაქვს, ყველაფერი გეგმიურად მიდის.
„ვლაჰოვიჩი ? დუშანი თავს კარგად გრძნობს, თუმცა ამ მომენტისთვის მისი ძირითადში ხილვა რთულად წარმოსადგენია.
„ბოგა ? ჟერემიმ უკვე დაამტკიცა, რომ ის ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელია. მისი გუნდში ყოფნით ბედნიერი ვარ.
„მილიკი და ვლაჰოვიჩი ერთად ? მათ ერთად თამაში შეუძლიათ და არ არის გამორიცხული, ჯენოასთან ეს დუეტი ვიხილოთ.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
