TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯუნტოლი:“ რაბიო იუვენტუსს ტოვებს, სატრანსფერო გეგმები ?…“

ტიაგო მოტას პრეზენტაციისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე კრისტიანო ჯუნტოლიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„პირველ რიგში, მინდა ტიაგო მოტას მადლობა გადავუხადო, რადგან მან ეს გამოწვევა მიიღო და მინდა წარმაბებები ვუსურვო.

„სატრანსფერო ფანჯარა ? ჩვენ უკვე 4 ფეხბურთელი გავყიდეთ: კინი, ბარენეჩეა, აილინგი და კაიო ჟორჟე, გავიფორმეთ 3 ფეხბურთელი: დუგლას ლუისი, დი გრეგორიო და ტურამი, სულ მალე კი კაბალის ტრანსფერს დავადასტურებთ.

„გასულ პერიოდში მედიაში ხშირად ისმოდა ფეხბურთელების სახელები, ვინც გუნდის გეგმებში არ შედიან, თუმცა რეალურად იუვენტუსის თითოეული ფეხბურთელი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და სანამ ისინი იუვენტუსის რიგებში ირიცხებიან, თითოეული მათგანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„იუვენტუსი შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს და ჩვენ ამას გუნდის ფინანსური სიტუაციის შესაბამისად გავაგრძელებთ.

„მინდა ადრიენ რაბიოს, ვისი კონტრაქტიც 30 ივნისს ამოიწურა, მომავალში წარმატებები ვუსურვო.“