იუვე ბოგას გამოსყიდვას გეგმავს
იუვენტუსი დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს ჟერემი ბოგას გამოისყიდის.
კოტ-დიუვარელი ფეხბურთელი ტურინულ გრანდს იანვარში შეუერთდა და მალევე ლუჩიანო სპალეტის გუნდის მნიშვნელოვან ფიგურად ჩამოყალიბდა, ის სერია ა-ს გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.
იუვენტუსს ბოგას გამოსყიდვა 4.8 მილიონად შეუძლია და Tuttomercato-ს ცნობით, ამ პუნქტის გააქტიურება უკვე გადაწყვეტილია. ჟერემი ტურინულ გრანდთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და გასამრჯელოს სახით 2.4 მილიონს მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
