TuttoJuve

Juve per sempre sarà

მალდინი:“ ზედიზედ 3 მუნდიალის გამოტოვება სრულიად სისტემის კრახია“

ლეგენდარლმა პაოლო მალდინიმ, ვინც გაბრიელე გრავინას ერთ-ერთ პოტენციურ შემცვლელად მოიაზრება, მუნდიალის შესარჩევზე იტალიის კიდევ ერთ წარუმატებლობაზე ისაუბრა.

„როდესაც შენ იტალიის ნაკრების მაისური გაცვია, შენ იღებ პასუხისმგებლობას, რომ ამ ნაკრების ისტორია, სიამაყე წარმოაჩინო. იტალია რიგითი ნაკრები არ არის, ეს საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესოა.

„ერთი მუნდიალის გამოტოვება განგაშია, ორი კრიზისი, მესამე კი სრულიად სისტემის კრახზე მიუთითებს, რომლის გამოსწორებას რადიკალური ნაბიჯების გადადგმა სჭირდება.

„ჩემ დროს, ტალანტი მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მენტალობა, დისციპლინა, თავგანწირვა, ემბლემის პატივისცემა, ამ ყველაფერს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. სამწუხაროდ, დღეს იმავე მონდომებას, შიმშილს და მოედანზე ბოლომდე დახარჯვის სურვილს ვერ ვხედავ.

„ბოსნიასთან მარცხი უბრალოდ ანგარიში არ არის, ეს იმ ღრმა პრობლემის ანარეკლია, რომელიც იტალიურ ფეხბურთში უკვე დიდი ხანია არსებობს. იდენტობის, სიამაყისა და პასუხისმგებლობის გარეშე, იტალია იტალია აღარ არის.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !