იუვენტუსმა ზირკზეეს აგენტთან მოლაპარაკებები განაახლა
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსმა ჯოშუა ზირკზეეს აგენტთან მოლაპარაკებები განაახლა.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდელი ფორვარდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე იქნება.
ზირკზეე მანჩესტერის გეგმებში აღარ შედის, ამიტომ იუვე მის იჯარით გაფორმებას ეცდება, მისი შემდგომში 25-30 მილიონად გამოსყიდვის პერსპექტივით.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
