სპორტინგის მცველი იუვენტუსის სატრანსფერო სიაში
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი დაცვის ფლანგების გაძლიერება იქნება.
Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე სპორტინგის ფეხბურთელი მაქსი არაუხოა.
26 წლის ურუგვაელის გაფორმება, რომლის აქტივში მიმდინარე სეზონში 35 მატჩში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა, იუვენტუსს დაახლოებით 30 მილიონი ევრო დაუჯდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
