TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტურამს ინგლისში კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

მანჩესტერ იუნაიტედისა და ლივერპულის შემდეგ, ხეფრენ ტურამის ტრანსფერით ნიუკასლიც ინტერესდება.

Calciomercato-ს ცნობით, ნიუკასლის რიგებს სეზონის ბოლოს სანდრო ტონალი დატოვებს და ინგლისური გუნდი ნახევარდაცვის გასაძლიერებლად ემზადება.

წყაროს ინფორმაციით, მათი ერთ-ერთი სამიზნე ხეფრენ ტურამია. ფრანგი ფეხბურთელის გაყიდვა იუვენტუსის გეგმებში არ შედის, თუმცა თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 65-70 მილიონს გადაიხდის, ტურინულმა გრანდმა შესაძლოა მისი გაყიდვა გადაწყვიტოს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !