აკე კარიერას ვერონაში გააგრძელებს
იუვენტუსის ახალგაზრდა ფეხბურთელი მარლი აკე მომდევნო სეზონში ვერონას რიგებში ითამაშებს.
23 წლის ფრანგი ხუან კაბალის ტრანსფერის ნაწილი გახლავთ, ის ვერონაში არენდის წესით გადაბარგდება, მისი შემდგომში 2 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.
მომავალში ფეხბურთელის გაყიდვის შემთხვევაში იუვენტუსი თანხის გარკვეულ პროცენტს მიიღებს.