სილვა იუვენტუსის მთავარი სატრანსფერო სამიზნეა
ბერნარდო სილვა სეზონის ბოლოს იუვენტუსის პრიორიტეტული სატრანსფერო სამიზნე იქნება.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ტურინული გრანდი პორტუგალიელ ფეხბურთელს ნახევარდაცვის გასაძლიერებლად იდეალურ კანდიდატად მოაიზრებს და მის გასაფორმებლად არც სახელფასო ჭერის გადაბიჯებაზე იტყვის უარს.
წყაროს ინფორმაციით, სილვას ჩემპიონთა ლიგაზე სურს, ამიტომ პირველ რიგში იუვენტუსს სეზონის ოთხეულში დასრულება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში პორტუგალიელის გაფორმების შანსი საგრძნობლად შემცირდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
