იუვენტუსი ტურამის გაყიდვას არ გამორიცხავს
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი ზაფხულში ხეფრენ ტურამის გაყიდვას არ გამორიცხავს.
წყაროს ინფორმაციით, ტურამი ლუჩიანო სპალეტისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, მაგრამ თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავა, იუვენტუსს რომელიმე წამყვანი ფიგურის გაყიდვა მოუწევს და სავარაუდოდ ეს სწორედ ტურამი იქნება.
ხეფრენს მსურველები ინგლისში ჰყავს და იუვენტუსს მის სანაცვლოდ მინიმუმ 55-60 მილიონი ევროს გამომუშავება სურს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
