TuttoJuve

Juve per sempre sarà

ხელშეუხებელი ფეხბურთელების სია სპალეტისთვის…

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ლუჩიანო სპალეტიმ გუნდის ხელმძღვანელობას იმ ფეხბურთელების სია შეუთვალა, რომელთა გაყიდვა არც კი განიხილება.

წყაროს ცნობით, ლუჩიანო ილდისის, ლოკატელის, მაკკენის, კალულუს, ბრემერის, ვლაჰოვიჩის, ბოგასა და კონსეისაუს გაშვებას არ განიხილავს.

მნიშვნელოვანი ფეხბურთელების სიაში არიან ტურამი, კამბიაზო და კელი, თუმცა თუ გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ვერ შეძლო, ერთ-ერთი მათგანის გაშვება გამორიცხული არ არის.

ზაფხულში გუნდიდან წასვლა გარანტირებული აქვთ ოპენდასა და კოსტიჩს, ასევე სავარაუდოდ იუვენტუსი ჟეგროვასა და დევიდის გაყიდვას ეცდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)