იუვენტუსი ადეიემის სიტუაციას აკვირდება
გამოცემა Goal.com-ის ინფორმაციით, იუვენტუსი დორმტუნდის ფეხბურთელის კარიმ ადეიემის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ტურინული გრანდი 24 წლის ვინგერის მიმართ ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს და წყაროს ცნობით, იუვენტუსს სეზონის ბოლოს გერმანელის გაფორმების კარგი შანსი ექნება.
ადეიემის მიმდინარე კონტრაქტი დორმტუნდთან 2027 წლის ზაფხულში იწურება, მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან, ამიტომ დიდია ალბათობა, დორტმუნდს სეზონის ბოლოს მისი გაყიდვა მოუწიოს.
კარიმის გაფორმება იმ შემთხვევაში იქნება რეალური, თუ იუვენტუსს კონსეისაუ ან ჟეგროვა დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
