იუვენტუსი უდოჯის მიმართ ინტერესს არ კარგავს
იუვენტუსი ტოტენჰემის ფეხბურთელის დესტინი უდოჯის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ტურინული გრანდი 23 წლის მარცხენა მცველის გაფორმებას ჯერ კიდევ მისი უდინეზეში ყოფნის დროს იჩენდა და Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი უდოჯის გაფორმებას სეზონის ბოლოს კიდევ ერთხელ ეცდება.
ტოტენჰემი პრემიერ ლიგაში დარჩენისთვის იბრძვის და თუ ლონდონელებმა ეს ვერ მოახერხეს, მათ არაერთი ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევთ და სავარაუდოდ ერთ-ერთი მათგანი სწორედ უდოჯი იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
