არა მხოლოდ ლივერპული, კონსეისაუს ტრანსფერით ჩელსიც ინტერესდება
ლივერპულის შემდეგ, იუვენტუსის გარემარბის შიკო კონსეისაუს მიმართ ინტერესი ჩელსიმაც დააფიქსირა.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ორივე გუნდის სკაუტები პორტუგალიელის მატჩებს გასულ კვირებში აქტიურად ესწრებოდნენ და მომდევნო პერიოდში იუვენტუსთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ.
კონსეისაუ იუვენტუსისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ არის, მაგრამ მის სანაცვლოდ მინიმუმ 60-65 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
