TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

კაბალის ტრანსფერი ტოდიბოს ტრანსფერის თაობაზე გეგმებს არ ცვლის

ხუან კაბალის ტრანსფერის მიუხედავად, ვინც იუვენტუსის რიგებს უახლოეს პერიოდში ოფიციალურად შეუერთდება (დეტალები იხილეთ აქ), ბიანკონერის გეგმები ჟან-კლერ ტოდიბოს თაობაზე არ იცვლება.

ალფრედო პედულას ცნობით, კაბალი იუვენტუსში მარცხენა მცველის ამპლუაში გადადის და იმსი მიუხედავად, რომ მას ცენტრში თამაშიც შეუძლია, ბიანკონერი ტიდობის ტრანსფერზე მუშაობის გაგრძელებას აპირებს.

წყაროს ინფორმაციით, ბიანკონერი ნიცასთან მოლაპარაკებებს აგრძელებს და ფრანგის გაფორმებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.