TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი ვერონას მცველის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსი და ვერონა ხუან კაბალის ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არიან.

23 წლის კოლუმბიელი მცველისთვის ინტერიც იბრძოდა, თუმცა წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა ნერაძურის დამარცხება შეძლო და ტრანსფერს უახლოეს პერიოდში დახურავს.

კაბალს როგორც მარცხენა ფლანგზე, ასევე დაცვის ცენტრშიც შეუძლია თამაში, ამიტომ ის როტაციისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. იუვენტუსს კოლუმბიელის გაფორმება დაახლოებით 11-12 მილიონი ევრო დაუჯდება.