პსჟ კოშტას ტრანსფერით ინტერესდება
პსჟ პორტუს ფეხბურთელის ალბერტო კოშტას ტრანსფერით ინტერესდება.
22 წლის პორტუგალიელმა იუვენტუსი გასულ ზაფხულს დატოვა და პორტუს 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, რასაც ბონუსების სახით კიდევ 1 მილიონი დაემატება.
მას პორტუში შესანიშნავი სეზონი აქვს, ამ მომენტისთვის უკვე 7 საგოლე გადაცემა მიითვალა და გასაკვირი არ არის, რომ პორტუგალიელის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
ფრანგული L’Equipe-ს ცნობით, კოშტას ერთ-ერთი მსურველი პსჟ-ა. პორტუ ფეხბურთელის სანაცვლოდ 30-35 მილიონ ევროს ითხოვს, მისი გაყიდვიდან მიღებული თანხის 10 პროცენტი იუვენტუსის ანგარიშს შეავსებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
