იუვენტუსის ინტერესი პელეგრინის მიმართ სერიოზულია
SportMediaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ლორენცო პელეგრინის მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს და ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.
წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის რომასა და პელეგრინის შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები შეჩერებულია და დიდია ალბათობა, მან გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
გამოცემის ინფორმაციით, იუვენტუსში პელეგრინის ხილვა პირადად ლუჩიანო სპალეტის სურს და მას როტაციისთვის შესანიშნავ ფეხბურთელად მოიაზრებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
