იუვენტუსი სპინაცოლას აგენტს დაუკავშირდა
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ლეონარდო სპინაცოლას მიმართ სერიოზულია.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდი იტალიელის აგენტს უკვე დაუკავშირდა და მას 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.
გამოცემის ინფორმაციით, სპინაცოლას პრიორიტეტი ამ მომენტისთვის ნაპოლისთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა, თუმცა თუ შეთანხმება ვერ შედგა, ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
