ატლეტიკოს გონსალესის შენარჩუნება 25 მილიონად სურს
ატლეტიკო უახლოეს პერიოდში იუვენტუსთან ნიკო გონსალესის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.
ესპანელებს არგენტინელი ფეხბურთელის შენარჩუნება სურთ, მაგრამ მისი გამოსასყიდი თანხის – 32 მილიონი ევროს გადახდას არ აპირებენ.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ატლეტიკო იმედოვნებს, იუვენტუსი გონსალესის დაახლოებით 25 მილიონად გაშვებას დათანხმდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
