TuttoJuve

Juve per sempre sarà

იუვენტუსი დევიდის გაყიდვას გეგმავს

Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ჯონათან დევიდის გაყიდვას გეგმავს.

წყაროს ცნობით, კანადელის წასვლა გადაწყვეტილი არ არის, მაგრამ ის ხელშეუხებელი ფეხბურთელი არ გახლავთ და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ტურინული გრანდი ფეხბურთელის გაყიდვას დათანხმდება.

დევიდი იუვენტუსს უფასოდ შეუერთდა, ამიტომ მის სანაცვლოდ მიღებული თანხა გუნდის ბალანსზე სრულიად პოზიტიურად აისახება, რაც ზაფხულში იუვენტუსს მეტი მანევრის შესაძლებლობას მისცემს.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)