მენდეშმა იუვენტუსს კოშტას ტრანსფერი შესთავაზა
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იუვენტუსსა და ცნობილ აგენტს ჟორჟე მენდეშს შორის შეხვედრის დროს, რომლის მსვლელობისას განხილვის მთავარი საგანი ბერნარდო სილვას პოტენციური ტრანსფერი იყო, პორტუგალიელმა იუვენტუსს პორტუს კარის დარაჯის დიოგუ კოშტას ტრანსფერი შესთავაზა.
იუვენტუსი მიკელე დი გრეგორიოს შემცვლელის ძიებაშია და 26 წლის ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი სამიზნეა, მაგრამ პრობლემა კოშტას სანაცვლოდ მოთხოვნილი 35-40 მილიონია.
სპალეტის პრიორიტეტი ზაფხულში სხვა პოზიციების გაძლიერება იქნება, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ გუნდმა მეკარის გასაფორმებლად ასეთი თანხა დახარჯოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
