იუვენტუსი პსჟ-ს მცველით ინტერესდება
იუვენტუსსა და პსჟ-ს შორის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოლაპარაკებები არაერთი ფეხბურთელის თაობაზე გაიმართება და ერთ-ერთი მათგანი ლუკას ბერალდო გახლავთ.
22 წლის მცველმა პარიზულ გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა და სეზონის ბოლოს პსჟ-ს დატოვებას გეგმავს.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსს ბრაზილიელი ცენტრალური მცველის გაფორმება 25-30 მილიონ ევროდ შეეძლება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
