იუვენტუსი ტულუზას კიპერით ინტერესდება
იუვენტუსი ტულუზას კარის დარაჯის გილუმ რესტეს ტრანსფერით ინტერესდება.
ტურინული გრანდი მიკელე დი გრეგორიოს შემცვლელის ძიებაშია და Tuttosport-ის ცნობით, დამიენ კომოლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე სწორედ 21 წლის ფეხბურთელია.
კომოლის ტულუზასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და გუნდებს შორის საერთო ენის გამონახვა რთული არ უნდა იყოს. ფრანგები ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონს ითხოვენ.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
