პალესტრა იუვენტუსის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება
ზაფხულში იუვენტუსის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მარჯვენა მცველის გაფორმება იქნება.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ტურინული გრანდის პრიორიტეტი ზაფხულში ატალანტას ფეხბურთელი მარკო პალესტრა იქნება.
21 წლის იტალიელი ტალანტი კალიარიში იჯარით ასპარეზობს და შესანიშნავ სეზონს ატარებს. მის მიმართ ინტერესს როგორც იტალიური, ასევე ევროპული გრანდები იჩენენ.
ატალანტა პალესტრას მარტივად დათმობას არ აპირებს და მის სანაცვლოდ 35-40 მილიონ ევროს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
