იუვენტუსმა მარჯვენა ვინგერის ძიება დაიწყო
იუვენტუსის ერთ-ერთი საზრუნავი ზაფხულში მარჯვენა ვინგერის გაფორმება იქნება.
რომეო აგრესტის ცნობით, ედონ ჟეგროვა ტურინული გრანდის გეგმებში აღარ შედის და ის ბიანკონერის რიგებს დატოვებს.
სპალეტის ისეთი ფეხბურთელის გაფორმება სურს, რომელიც შიკო კონსეისაუს კონკურენციას გაუწევს. გუნდს ჟეგროვასა და ნიკო გონსალესის სანაცვლოდ 55-60 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
