TuttoJuve

Juve per sempre sarà

ილდისი:“ იუვენტუსში უბედნიერესი ვარ“

კენან ილდისმა Corriere dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ახალი კონტრაქტი იუვენტუსთან ? ჩემი პრიორიტეტი ფული არასოდეს ყოფილა, მე ოჯახს ვუთხარი, რომ იუვენტუსში უბედნიერესი ვარ და აქ დარჩენა მინდა, მოლაპარაკებები კი ჩემმა ოჯახმა აწარმოა, რამაც მე კონცენტრაციის მოედანზე გაკეთების შესაძლებლობა მომცა. იუვენტუსში მოსვლის პირველივე დღიდან მე ძალიან დიდი ნდობა ვიგრძენი. ბაიერნში ძალიან დიდი დრო გავატარე და მათგან ნდობა არასოდეს მიგრძვნია, ამიტომ მათი დატოვება და იუვენტუსში გადმოსვლა ძალიან მარტივი, ლოგიკური გადაწყვეტილება იყო.

„სპალეტი ? ის შესანიშნავი მწვრთნელი და გამორჩეული, ძალიან ემოციური ადამიანია.

„რა არის ჩემი საიდუმლო ? მე ძალიან ნორმალური ადამიანი ვარ. მე გარშემო მყავს ოჯახი და მეგობრები, მიყვარს მათთან ერთად დროის გატარება, მე ჩემი თანატოლებისგან არაფრით განვსხვავდები, უბრალოდ ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს.

„ალეგრი ? მაქსმა ჩემი კარიერის განვითარებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა, მან ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშისა და თამაშის შესაძლებლობა მომცა, რის გამოც მისი მადლობელი ვარ.

„ახალი დელ პიერო ? მე ასეთი შედარებები არ მიყვარს. ალექსთან შედარება დიდი პატივია, მაგრამ ის ნამდვილი ლეგენდაა, მე კი კარიერის დასაწყისში ვარ და ჩემი ისტორია უნდა დავწერო.

„საყვარელი პოზიცია ? ჩემთვის ყველაზე კომფორტული პოზიცია მარცხენა ფლანგია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !