კოპმეიენრსი წამსვლელთა სიაში, თურქული და არაბული გუნდები ნიდერლანდელით ინტერესდებიან
სეზონის ბოლოს ტეუნ კოპმეინერსის იუვენტუსიდან წასვლის შანსი სულ უფრო იზრდება.
ნიდერლანდელი ფეხბურთელი სულ უფრო ცოტა სათამაშო დროს იღებს და აშკარაა, რომ ის ლუჩიანო სპალეტისთვის მნიშვნელოვან ფიგურად არ მოიაზრება.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი სეზონის ბოლოს ტეუნის სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვას გეგმავს. მის მიმართ ინტერესს თურქული და არაბული გუნდები იჩენენ. იუვენტუსი იმედოვნებს, რომ ტეუნს დაახლოებით 35 მილიონ ევროდ გაყიდის.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
