ოლიმპიაკოსი ცოლაკისის სანაცვლოდ 15 მილიონს ითხოვს
იუვენტუსი მიკელე დი გრეგორიოს პოტენციური შემცვლელების ძიებას აგრძელებს და ერთ-ერთი მათგანი ოლიმპიაკოსის კარის დარაჯი კონსტანტინოს ცოლაკისია.
23 წლის ფეხბურთელი ბერძნული გუნდის რიგებში კიდევ ერთ გამორჩეულ სეზონს ატარებს და მის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება.
ბერძენი კიპერის მიმდინარე კონტრაქტი ოლიმპიაკოსთან 2027 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ გუნდს სეზონის ბოლოს მისი გაყიდვა მოუწევს. Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსს ფეხბურთელის გაფორმება 15 მილიონი დაუჯდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
