ინტერი ტურამის იუვენტუსში გაშვებას არ აპირებს
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერი მარკუს ტურამის იუვენტუსში გაყიდვას არ აპირებს.
წყაროს ცნობით, ზაფხულში შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში ნერაძური ფრანგის გაშვების წინააღმდეგი არ იქნება, მაგრამ ლომბარდიელები მისი იუვენტუსში გაშვებას არ განიხილავენ და მხოლოდ იტალიის ფარგლებს გარეთ გაუშვებენ.
გამოცემის ცნობით, ამ მომენტისთვის ტურამის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს არაბული გუნდები იჩენენ. ნერაძური მის სანაცვლოდ 65-70 მილიონ ევროს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
