იუვენტუსმა და ფიორენტინამ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
იუვენტუსი და ფიორენტინა ფეხბურთელების ბარტერს განიხილავენ.
Calciomercato-ს ინფორმაციით, ფლორენციული გუნდი ვეტერანი დავიდ დე ხეას შემცვლელს ეძებს და მათი ერთ-ერთი სამიზნე იუვენტუსის კარის დარაჯი მიკელე დი გრეგორიოა.
წყაროს ცნობით, ფლორენციელები მზად არიან, იუვენტუსს დი გრეგორიოს სანაცვლოდ 27 წლის ბრაზილიელი მარჯვენა მცველი დოდო შესთავაზოს, ვის მიმართაც ინტერესს იუვენტუსი დიდი ხანია იჩენს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
