ხილა იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე იქნება
იუვენტუსი ლაციოს მცველის მარიო ხილას მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ტურინული გრანდი ზაფხულში დაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს და მარკოს სენესისთან ერთად, 25 წლის ხილა ტურინული გრანდის ერთ-ერთი სამიზნე იქნება.
ხილას მიმდინარე კონტრაქტი ლაციოსთან 2027 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ ლაციოს მისი სეზონის ბოლოს გაყიდვა მოუწევს. ესპანელის გაფორმება დაახლოებით 20-25 მილიონის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
