ბრემერი:“ ჩვენ ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ და ეს უნდა გამოვასწოროთ“
გლეისონ ბრემერმა უდინეზესთან მატჩი შეაფასა.
„ჩვენ კარგად ვითამაშეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. დღეს კარის მშრალად შენახვა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბოლო პერიოდში დაცვაში პრობლემები გვქონდა და ზედმეტად ბევრ გოლს ვუშვებდით. ჩვენ საჭირო ქულები მოვიპოვეთ, მაგრამ წინ კიდევ ბევრი უმნიშვნელოვანესი მატჩი გველოდება და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.
„დევისის განეიტრალება ? დიახ, ჩვენ როგორც მისი, ასევე თანაგუნდელების თამაში შევისწავლეთ. ვიცოდით, რომ მათ წინააღმდეგ ფიზიკური დუელები გვექნებოდა და ამისთვის მზად ვიყავით.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
