სპალეტი:“ ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს“
ლუჩიანო სპალეტიმ უდინეზესთან მატჩი შეაფასა.
„რუნიაიჩის (უდინეზეს მწვრთნელი, ავტ.) სიტყვები, რომ ჩვენ უკეთესები ვიყავით ? მე მას ჩემი კომპლიმენტებით ვუპასუხებ. უდინეზე ბოლო კვირებში ძალიან კარგ ფორმაშია, ორგანიზებულ, გამართულ ფეხბურთს თამაშობს და დღევანდელი მატჩი მარტივი გასეირნება არ ყოფილა.
„დაცვაში პრობლემები მცველების მაღალი ხაზის გამო ? რა თქმა უნდა, როდესაც შენ მაღალი ხაზით თამაშობ, უკან გარკვეული სივრცეები გრჩება და ჩვენ მეტოქის კონტრ-შეტევების გასანეიტრალებლად მზად უნდა ვიყოთ. დღევანდელ ფეხბურთში მოქნილობა და ეპიზოდის სწორად, დროულად წაკითხვის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხარისხი და პოტენციალი, რომლის გამოყენებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ განვითარებას გავაგრძელებთ და სწორ, დროულ რისკებზე წასვლას არ შევუშინდებით.
„მაკკენი მარჯვენა ფლანგზე ? უესტონი არის ფეხბურთელი, რომელსაც თითქმის ყველა პოზიციაზე თანაბარი პროდუქტიულობით და ხარისხით შეუძლია თამაში.
„არის თუ არა იუვე რომასა და კომოზე ძლიერი ? ჩვენ არაერთხელ ვაჩვენეთ, რომ როდესაც ფეხბურთელები მოედანზე სწორი განწყობითა და მოტივაციით გადიან, ჩვენ უმაღლეს დონეზე თამაში და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია.
„ბოგა ? მოსვლის დღიდან მისმა თამაშმა, მოტივაციამ და პროფესიონალურობამ სასიამოვნოდ გამაკვირვა. მას ბევრი გაუცდა, ამიტომ ფორმის 100 პროცენტით დასაბრუნებლად გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ ის ძალიან კარგი ფეხბურთელია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
