იუვე ზაფხულში კელის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი სეზონის ბოლოს ლოიდ კელის გაყიდვას არ გამორიცხავს.
წყაროს ცნობით, ინგლისელი ფეხბურთელი სპალეტისთვის ხელშეუხებელი ფიგურა არ არის და შესაბამისი წინადადების შემთხვევაში ტურინული გრანდი მის გაყიდვაზე უარს არ იტყვის.
კელის მიმართ ინტერესს რამდენიმე ინგლისური გუნდი იჩენს. იუვენტუსი მის სანაცვლოდ 30-35 მილიონს ითხოვს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
