TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი გუდმუნდსონის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იუვენტუსი ჯენოას ფორვარდის ალბერტ გუდმუნდსონის ტრანსფერზე მუშაობას შეუდგა.

27 წლის ფეხბურთელს როგორც ცენტრში, ასევე შეტევის ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია და მისი გაფორმება გუნდში ერთდროულად რამდენიმე პოზიციას შეავსებს.

წყაროს ცნობით, იუვენტუსს გუდმუნდსონის ფასიანი იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

ბიანკონერის მთავარი კონკურენტი ამ მომენტისთვის ინტერია, რომელიც ალექსის სანჩესის შემცვლელის ძიებაშია.