ამ მომენტისთვის იუვე პელეგრინის ტრანსფერზე არ მუშაობს
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, იუვენტუსი რომას ფეხბურთელის ლორენცო პელეგრინის ტრანსფერით არ ინტერესდება.
წყაროს ცნობით, ტურინულმა გრანდმა იტალიელთან მოლაპარაკებები იანვარში გამართა და მის გაფორმებას ზამთარში ცდილობდა, თუმცა ახლა ის იუვენტუსის სამიზნე არ არის.
პელეგრინის კონტრაქტი რომასთან სეზონის ბოლოს იწურება და ის იუვენტუსის ერთ-ერთ პოტენციურ სამიზნედ მოიაზრება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
