TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

რომამ სულესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, რომა მატიას სულეს ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და არგენტინელთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა კიდეც.

წყაროს ცნობით, სულეს კარიერის რომაში გაგრძელება სურს, თუმცა თუ ჯალოროსი იუვენტუსთან საერთო ენას ვერ გამონახავს, ის ლესტერში ტრანსფერზე უარს არ იტყვის.

ტურინულ გრანდს სულეს რომაში გაშვება არ სურს, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერს გადაწყვეტს ის, თუ ვინ გადაიხდის მეტ თანხას. ბიანკონერის სულეს სანაცვლოდ მინიმუმ 35 მილიონი ევროს მიღება სურს.