იუვენტუსი უდოჯის გაფორმებას ეცდება
იუვენტუსი ტოტენჰემის ფეხბურთელის დესტინი უდოჯის ტრანსფერით ინტერესდება.
Calciomercato-ს ცნობით, ტურინული გრანდი იმედოვნებს, რომ ტოტენჰემი პრემიერ ლიგიდან გავარდება, რაც მათ ფეხბურთელების შედარებით იაფად გაყიდვას აიძულებს.
უდოჯი დიდი ხანია, იუვენტუსის ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნეა და ტურინული გრანდი მზად არის, მისი გაფორმება ზაფხულში კიდევ ერთხელ ცადოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
