TuttoJuve

Juve per sempre sarà

ტრეზეგე:“ ვამაყობ, რომ იუვესთან ერთად სერია ბ-ში დავრჩი“

იუვენტუსის ლეგენდამ დავიდ ტრეზეგემ Gazzetta dello Sport-თან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„დღეს მე ხშირად მესმის ალგორითმებისა და სტატისტიკის შესახებ, თუმცა იუვენტუსში ძალიან მარტივი რამ ვისწავლე: ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ გამარჯვებაა, ხოლო იუვენტუსის ფორვარდისთვის მნიშვნელოვანი გოლების გატანა და გამარჯვებაში თავისი წვლილის შეტანაა.

„ლიპი ? მას ჩემი ინტერში გაგზავნა და სანაცვლოდ ვიერის მიღება სურდა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ მან აზრი შეიცვალა, რის გამოც მადლობელი ვარ, რადგან იუვენტუსში 10 დიდებული წელი გავატარე, ამით კი ბევრი ვერ დაიკვეხნის.

„სერია ბ ? გუნდში დარჩენა არასოდეს მინანია, პირიქით, მე ვამაყობ, რომ კალჩოპოლის შემდეგ იუვენტუსში დავრჩი და გუნდს სერია ა-ში დაბრუნებაში დავეხმარე. მე პროფესიონალური თვალსაზრისით ერთი წელი დავკარგე, მაგრამ სანაცვლოდ ქომაგების სიყვარული მივიღე.

„ფორვარდები იუვენტუსში ? სიმართლე რომ გითხრათ, ვლაჰოვიჩმა იმედები გამიცრუა და ჯერ კიდევ არ ვიცი, არის თუ არა ის იუვენტუსის დონის. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მე ლევანდოვსკის უფასოდ გავიფორმებდი და დევიდს კიდევ ერთ წელს მივცემდი.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !