TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი ატალანტას გაუმჯობესებულ წინადადებას უმზადებს

იუვენტუსი უახლოეს პერიოდში ატალანტას ტეუნ კოპმეიენრსის თაობაზე გაუმჯობესებული წინადადებით მიმართავს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელი ფეხბურთელი ტიაგო მოტას მთავარ სატრანსფერო სამიზნედ რჩება და კრისტიანო ჯუნტოლი იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტის სურვილის დაკმაყოფილებას გეგმავს.

წყაროს ცნობით, მას შემდეგ, რაც გუნდს ჰეისენი-სულედან ერთ-ერთი დატოვებს, იუვენტუსი მიღებული თანხის დიდ ნაწილს სწორედ კოპმეიენრსის ტრანსფერს მოახმარს და ლა დეას ბონუსების ჩათვლით ნიდერლანდელის სანაცვლოდ 49-50 მილიონ ევროს შესთავაზებს…