TuttoJuve

Juve per sempre sarà

კოლო მუანი იუვენტუსის პრიორიტეტად რჩება

Tuttosport-ის ინფორმაციით, რანდალ კოლო მუანი ზაფხულში შეტევის გასაძლიერებლად იუვენტუსის პრიორიტეტი იქნება.

წყაროს ცნობით, ლუჩიანო სპალეტი კოლოს ხარისხსა და უნივერსალურობას ძვირად აფასებს და მისი იუვენტუსში დაბრუნება სურს.

გამოცემის ინფორმაციით, კოლოს ალტერნატივა ვიქტორ ოსიმენია, მაგრამ ფინანსური სიტუაციის გამო მისი გაფორმება ფაქტობრივად გამორიცხულია.

იუვენტუსს ზაფხულში რანდალის ტურინში დაბრუნება დაახლოებით 35-40 მილიონი ევრო დაუჯდება.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !