ბოგა:“ იუვენტუსში ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, აქ დიდი ხანი დავრჩები“
ჯერემი ბოგამ პიზასთან მატჩი შეაფასა.
„ადაპტაცია ? აქ მოსვლის დღიდან, თანაგუნდელები და მწვრთნელი ძალიან თბილად დამხვდნენ და საქმე გამიმარტივეს. აქ ბევრი ფეხბურთელი თამაშობს, რომლებსაც დიდი ხანია ვიცნობ და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ადაპტაციის გავლაში დიდი როლი ითამაშა.
„სპალეტი ? მან და მისმა სტაფმა პირველივე დღიდან დიდი ნდობა გამომიცხადეს, ეს კი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩემი მომავალი ? ამ გუნდში თამაში, ამ მაისურის ტარება უდიდესი პატივია და თითოეული წუთი უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. იუვენტუსში ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, აქ დიდი ხანი დავრჩები, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
