ილდისი:“ ჩემი პოზიცია ? ჩემი პრიორიტეტი გუნდის წარმატებაა“
კენან ილდისმა პიზასთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„გოლი ? ამის გამო ბედნიერი ვარ, ბოლო მატჩებში გატანას ვერ ვახერხებდი, რაც დიდი ტვირთი იყო. მე გოლების გატანა და გუნდის დახმარება მიყვარს და ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი.
„ჩვენ ბოლო პერიოდში ძალიან კარგად ვთამაშობთ, თუმცა ხშირად შექმნილი მომენტების გამოყენებას ვერ ვახერხებთ და ამ ასპექტზე უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ ვიცით, რომ სწორ გზაზე ვართ.
„სპალეტი ? მე მისი მადლიერი ვარ, რადგან ლუჩიანო ყოველთვის ჩვენს გვერდით არის და რთულ მომენტებშიც კი ჩვენს მიმართ ნდობას ადასტურებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩემი პოზიცია ? მე იუვენტუსის ფეხბურთელი ვარ, ვთამაშობ იქ, სადაც გუნდს სჭირდება და იუვენტუსის წარმატებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
