TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტის ერთ-ერთი მოთხოვნა კოლო მუანის ტრანსფერია

იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მზადებას აგრძელებს და გუნდის გადაწყვეტილებებზე ლუჩიანო სპალეტი უდიდეს როლს ითამაშებს.

რომეო აგრესტის ცნობით, სპალეტის პრიორიტეტი გუნდის შეტევაში დუშან ვლაჰოვიჩის დარჩენა, ასევე სეზონის ბოლოს რანდალ კოლო მუანის გაფორმებაა.

ფრანგი ფორვარდი დიდი ალბათობით სეზონის ბოლოს ტოტენჰემიდან პსჟ-ში დაბრუნდება. მისი პრიორიტეტი იუვენტუსში გადაბარგებაა და ბიანკონერი მისი იჯარით გაფორმებას ეცდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)