TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ ვლაჰოვიჩი უდინეზესთან დაბრუნდება“

ლუჩიანო სპალეტიმ პიზასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„პოზიტიური გარემო ? დიახ, ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილები, რადგან ბოლო მატჩებში ცუდი შედეგების მიუხედავად, გუნდმა სირთულეების მიუხედავად ძალიან დიდი პროგრესი აჩვენა როგორც თამაშის ხარისხის, ასევე მენტალობის მხრივ. ჩვენ ძალიან ბევრ ასპექტში არ გაგვიმართლა, მაგრამ გუნდი თავის ხასიათს სწორედ ასეთ რთულ ეპიზოდებში ავლენს და ვფიქრობ, ამ მხრივ ჩვენ თავი შესანიშნავად წარმოვაჩინეთ.

„ჩვენ ასევე ვგრძნობთ ქომაგების მხარდაჭერას, შედეგების მიუხედავად, ტიფოზების მხრიდან წამოსული ენერგია იგრძნობა, რაც ჩვენ ძალიან გვეხმარება.

„ვლაჰოვიჩი ? დუშანი დიდი ალბათობით უდინეზესთან დაბრუნდება, გატიმ ტრავმა მოიშუშა და მზად არის.

„დი გრეგორიო ? მის მიმართ გამოთქმული კრიტიკის გამო ვწუხვარ, რადგან ჩვენ არა ინდივიდუალური, არამედ კოლექტირუი პრობლემები გვქონდა და ყველაფრის ერთ ფეხბურთელზე დაბრალება სწორი არ არის.

„ილდისი ? ის როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. კენანს მოედანზე ყოფნა და გუნდის დახმარება უნდა მაშინაც კი, როდესაც ფიზიკურად საუკეთესო კონდიციაში არ არის. მისი თავგანწირვა ნამდვილი ლიდერის შესაფერისია.

„პიზა ? წინ რთული მატჩი გველოდება. ვფიქრობ, ისინი მოედანზე ძალიან მოტივირებულები გამოვლენ, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ და ჩვენთვის პრობლემების შექმნას ეცდებიან.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !