ზირკზეე იუვენტუსის ერთ-ერთ სამიზნედ რჩება
იუვენტუსი ჯოშუა ზირკზეეს მიმართ ინტერესს არ კარგავს.
ტურინული გრანდის შეტევის ხაზში სეზონის ბოლოს მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება, გუნდს დიდი ალბათობით მინიმუმ 2 ფორვარდის გაფორმება მოუწევს და პოტენციური სამიზნეების ძებნა უკვე დაწყებულია.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნე მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი ჯოშუა ზირკზეე იქნება. ის წითელი ეშმაკების გეგმებში აღარ შედის და სავარაუდოდ ნიდერლანდელის 25-30 მილიონად გაფორმება იქნება შესაძლებელი.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
