იუვენტუსს კამბიაზოს თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა და იუვენტუსის ინსაიდერმა რომეო აგრესტიმ ანდრეა კამბიაზოს მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ბევრი მიიჩნევს, რომ კამბიაზოს იუვენტუსიდან წასვლა გადაწყვეტილია, მაგრამ გუნდს ანდრეას თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
„რთული სეზონის მიუხედავად, სპალეტი კამბიაზოს მიმართ ნდობას არ კარგავს, ზაფხულში კი მის სანაცვლოდ 60-მილიონიანი წინადადების მიღება რთული იქნება, ამიტომ ამ მომენტისთვის რთულად წარმოსადგენია, რომ კამბიაზომ გუნდი დატოვოს.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
