ლიგაზე გასვლის შემთხვევაში, იუვენტუსი სილვა-ტონალის დუეტის გაფორმებას ეცდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის აქტიურად ემზადება და გუნდს ამბიციური გეგმები აქვს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, სეზონის ბოლოს იუვენტუსის ერთ-ერთი პრიორიტეტი ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება იქნება.
წყაროს ინფორმაციით, ტურინული გრანდის საოცნებო ტრანსფერები ბერნარდო სილვა და სანდრო ტონალი გახლავთ, თუმცა მათი გაფორმება რეალური მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
