იუვე თვის ბოლომდე კიდევ 2 კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
იუვენტუსის ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტებზე მუშობას აგრძელებს და ტურინული გრანდი მიმდინარე თვის ბოლომდე კიდევ 2 ხელშეკრულების გახანგრძლივებას გეგმავს.
Tuttomercato-ს ცნობით, იუვენტუსს მანუელ ლოკატელისა და ლუჩიანო სპალეტის კონტრაქტების გაოფიციალურება სურს.
ლოკატელი ტურინულ გრანდთან ხელშეკრულებას 2030 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს და მისი გასამრჯელო სეზონში 4 მილიონი ევრო იქნება.
სპალეტის რაც შეეხება, იუვენტუსი მას კონტრაქტს 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს, შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით. იტალიელი სპეციალისტის გასამრჯელო 4.5 მილიონი ევრო იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
